понедельник, 17 декабря 2012 г.

სასწავლო პროექტი


1)პროექტის სახელი-“საქართველოს მეფეები
2)პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ,კერძოთ, მათ ევალებათ ინტერნეტის და ლიტერატურის გამოყენებით ნებისმიერ მეფეზე ინფორმაციის შეგროვება, ასევე უნდა მოიძიონ ფოტოები, ლექსები, მოთხრობები მათ შესახებ, შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.
3)პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესომეის მეფეების დროს შექმნილ ისტორიულ ძეგლებს.
4)პროექტის მიზნები: მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ თუ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული მეფე, ვინ იყო მათი შთამომავლობა და წინაპრები, რამდენი წელი მართავდა საქართველოს, რა გააკეთა ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი და რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა,
5)მონაწილეთა ასაკი.\13-14
6)ვადები და ხანგძლივობა. 1თვე
7)პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსებიფოტო ვიდეო აპარატურა, ლიტერატურა,ინტერნეტი მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები რაც 8)შეიძლეა შეიქმნას- ფოტო და ლიტერატურული მასალა.
9)პროექტის მსვლელობა:   მოსწავლეები იწყებენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას იღებენ კონკრეტულ დავალებებს და იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას.მეორე ეტაპი ისტორიული ძეგლებისა და სამუზეუმო ექსპონანტების დათვალიერება და ვიდეო ფოტო მასდალის შეგროვება.

10)საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ამ პროექტით მომავალი თაობა შეისწავლის ჩვენი ერის წარსულს და გაიუმჯობესებს უნარებს:
ლიტერატურაში(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს, შეძლებენ ნაწარმოების გააზრებას)
ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს წარსულს, იგებენ თუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს აღორძინებაში და რის ფასად უჯდებოდათ მათ ეს).
რელიგია (ბავშვები იგებენ სისხლის უკანსკნელ წვეთამდე, როგორ იცავდენ მათი წინაპრები თავიანთ სარწმუნოებას).
11)პროექტის პროექტის ხელმძღვანელის სახელი- ჯემალ ვანაძე
12)პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა-jemalvanaze@gmail.com